ფეხბურთი

12:44 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენი „სიტის“ ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა ჩემპიონთა ლიგაში

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, „შალკეს“ (7:0) ერთი გოლი გაუტანა. ის შეცვლაზე 64-ე წუთზე გავიდა მინდორზე და 14 წუთში თავი გამოიჩინა.

18 წლისა და 288 დღის ფოდენი „სიტის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვისაც ამ ტურნირში გოლი გაუტანია. ასევე ფოდენი ყველაზე ახალგაზრდაა ინგლისელებიდან, ვისაც ლიგის პლეი ოფში თავი გამოუჩენია. - გვამცნობს GracenoteLive.

0.121734