ჩოგბურთი

18:23 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაქაცარიას წარმატებული სტარტი

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ წარმატებული სტარტი აიღო ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

მაქაცარია შეჯიბრში იუნიორთა ქვოტით ჩაერთო და საწყის რაუნდში ესპანელი ანა ლანტიგუა დე ლა ნუეზს 6:7 (5:7), 6:4, 6:1 სძლია.
თუ ვინ იქნება მერვედფინალში ანას მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-7 ნომრად განთესილი დარია ლოდიკოვა გერმანელ ფრანცისკა კომერს გაეჯიბრება.

0.116649