ფეხბურთი

9:04 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: „ნეიმარი თუ მბაპე? ორივე“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევების, ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესაძლო შეძენის შესახებ ესაუბრა.

„ზიდანი ფრანგია, როგორც მბაპე. შესაძლოა, მან რაღაც გაახერხოს. ნეიმარი თუ მბაპე? ორივე.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს Cadena Ser.

ასევე კლუბის პრეზიდენტმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც იმსჯელა.

„შეძლებს თუ არა ზიდანი რონალდუს დაბრუნებას? ვნახოთ. ჯერჯერობით კრიშტიანუ იქ არის, სადაც უნდა იყოს. მას ყველაფერი კარგად აქვს.“ - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რეალში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. სანტიაგო სოლარი გადადგა. მისი ადგილი კი ზინედინ ზიდანმა დაიკავა, რომლის ხელმძღვანელობითაც „სამეფო კლუბმა“ სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

0.114942