ქართველი ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე გრან პრის კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.
პაპუნაშვილმა საწყის რაუნდებში შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი და უზბეკი იახიო იმამოვი დააიპონა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ – სერბ ნემანია მაიდოვთან იპონით წააგო. შედეგად, გიორგი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა, იქ ასევე იპონზე დაეცა უკრაინელ ქუეჯაუ ხაბაოლისთან.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მაროკოული გრან პრი 2 მედლით დაასრულა: ლაშა შავდათუშვილმა (73 კგ.) ვერცხლი აიღო, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) კი – ბრინჯაო.