სხვა

13:17 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ ყოფილ გუნდს 4 გოლი გაუტანა

მაკედონიის ჩემპიონატში სამი ქართველი ხელბურთელის, რეზო ჭანტურიას, გიორგი დიხამინჯიასა და ლექსო წითელიშვილის გუნდი სტრუგა, პრინციპულ თამაშში 28-30 დამარცხდა ბიტოლას პელისტერთან.

ორივე გუნდი ფინალურ ტურნირში გასასვლელად იბრძვის და მატჩს დაძაბულობას ისიც მატებდა, რომ რეზო ჭანტურია ეთამაშებოდა თავის ყოფილ კლუბს, საიდანაც თებერვლის ბოლოს წამოვიდა. ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა, წითელიშვილმა - 3, დიხამინჯიამ - 2, სტრუგამ კი 16-13 მოიგო პირველი ტაიმი, მეორეში 19-15 დაწინაურდა, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო წუთებამდე ფრე, 27-27 იყო, შემდეგ კი მასპინძლებმა მოიგეს, 30-28.

შედეგად, სტრუგას პლეი-აუტში მოუწევს ბრძოლა და, უკეთეს შემთხვევაში, მეშვიდე ადგილს დაიკავებს, პირველ 4 გუნდს კი დაემატებიან სკოპიეს ვარდარი და მეტალურგი და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მაკედონიის სუპერლიგა. 16/18 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 46 ქულა - 2. პელისტერი 35 – 3. პროლეტი 34 – 4. ბუტელი 33 --- 5. ოჰრიდი 33 – 6. სტრუგა 25 – 7.რადოვიში 12 – 8. პრილეპი 10 – 9. ვარდარ ჯუნიორი 9 – 10. ბორეცი 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114325