ბუნდესლიგის 25 ტურის ძირითადი მატჩები შაბათს გაიმართა და გათამაშების ლიდერებმა სამ-სამი ქულა მოიპოვეს. "ბაიერნმა" შინ "ვოლფსბურგი" 6:0 გაანადგურა და ჩემპიონატში პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადავიდა. "დორტმუნდმა" კი "შტუტგარტი" ბოლო წუთებზე გატეხა - 3:1.
"ვოლფსბურგთან" მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგა რობერტ ლევანდოვსკისთვის, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და კლაუდიო პისაროს შედეგი გააუმჯობესა. ბუნდესლიგაში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი, 197 გოლი ახლა უკვე პოლონელ თავდამსხმელს აქვს. რობერტი "ვერდერის" თავდამსხმელს პისაროს ორი გოლით უსწრებს.
პირველი ტაიმი "ბაიერნმა" 2:0 სერჟი გნაბრის და ლევანდოვსკის გოლებით მოიგო. მეორე ნახევარში კი ნიკო კოვაჩმა ცვლილება გამოიცნო, მოედანზე ფრენკ რიბერი შემოიყვანა, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ხამეს როდრიგესმა გამიჩინა თავი, რიბერის პირველი გადაცემის შემდეგ კი გოლი თომას მიულერმა გაიტანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიულერმა ბუნდესლიგის 87 მატჩში შეძლო გოლის გატანა და აღნიშნულ შეხვედრებში "ბაიერნმა" 82 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა. ტაიმის ბოლოსკენ კი იოზუა კიმიხმაც შეძლო მეტოქის კარის აღება, საბოლოო ანგარიში კი ლევანდოვსკიმ დააფიქსირა.
"ბორუსიას" კი "შტუტგარტთან" დაპირისპირებაში აშკარად გაუჭირდა. მართალია ლუსიენ ფავრის გუნდს ბურთის ფლობის 75%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და კარში რვაჯერ დაარტყა, თუმცა მეტოქის გატეხვა ბოლო ათ წუთში შეძლო. პირველი გოლი მარკო როისმა 62-ე წუთზე გაიტანა და ცხრა წუთში მარკ-ოლივერ კემპფმა ანგარიში გაათანაბრა - ეს იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში, რაც სტუმრებმა 90 წუთის განმავლობაში შეძლეს. შეხვედრაში გარდატეხა კი პაკო ალკასერმა მოახდინა, ესპანელმა საჯარიმოში არეულობის შედეგად ისარგებლა და "დორტმუნდი" დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი თავი კრისტიან პულიშიჩმაც გამოიჩინა.
"ფრაიბურგმა" შინ "ჰერტას" დამარცხება (2:1) შეძლო, თუმცა მასპინძლებს სტუმართა ფეხბურთელი უფრო დაეხმარა სამი ქულის მოპოვებაში. "ფრაიბურგი" ნილს პიტერსენის გოლით 76-ე წუთამდე იგებდა, თუმცა ვედად იბიშევიჩმა ანგარიში გაათანაბრა და ბერლინელებს შანსი ჰქონდათ ქულა აეღოთ, თუმცა ოთხ წუთში იბიშევიჩმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "გლადბახმა", რომელმაც სტუმრად "მაინცი" ნიკო ელვედის გოლის წყალობით დაამარცხა. დიტერ ელვედის გუნდმა ოთხმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და "ლაიპციგთან" ერთად 46 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. "ლაიპციგმა" კი "აუგსბურგთან" ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ბაიერნი - ვოლფსბურგი 6:0 (2:0)
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია, მარტინესი (გორეცკა 54), ალკანტარა, მიულერი, გნაბრი (რიბერი 55), ხამესი (სანშეში 74), ლევანდოვსკი
ვოლფსბურგი: კასტელსი, რუზილონი, ბრუკსი, კნოხი, უილიამი, არნოლდი (რეჰბეჩაი 68), გილავოჯი, გერჰარდტი (მალი 83), მეჰმედი (შტეფენი 58), ბრეკალო, ვერჰორსტი
გოლები: 1:0 გნაბრი (34), 2:0 ლევანდოვსკი (37), 3:0 ხამესი (52), 4:0 მიულერი (76), 5:0 კიმიხი(82), 6:0 ლევანდოვსკი (85)
დორტმუნდი - შტუტგარტი 3:1 (0:0)
დორტმუნდი: ბურკი, ვოლფი (ზაგადუ 88), აკანჯი, დიალო, ჰაკიმი, ვიტსელი, სანჩო, გიოტცე, როისი, გერეირო (პულიშიჩი 79), ალკასერი (დელეინი 90+2)
შტუტგარტი: ცილერი, ინსუა (გომესი 88), კემპფი, პავარი, კაბაკი, ბეკი, ცუბერი (დონისი 70), კასტრო, ასკასიბარი, გონსალესი (გენტნერი 74), ესვეინი
გოლები: 1:0 როისი (62, პენალტი), 1:1 კემპფი (71), 2:1 ალკასერი (84), 3:1 პულიშიჩი (90+2)
ფრაიბურგი - ჰერტა 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 პეტერსენი (27), 1:1 იბისევიჩი (76), 2:1 იბისევიჩი ავტოგოლი (80)
ლაიპციგი - აუგსბურგი 0:0 (0:0)
მაინცი - გლადბახი 0:1 (0:0)