ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" თავდამსხმელი როდრიგო მორენო გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 28 წლის ფეხბურთელმა "კრასნოდართან" მოგებულ (2:1) მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში მორენომ ყველა საკლუბო ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ესპანელმა ევროტურნირებზე პირველად გამოიჩინა თავი, აქამდე "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა და მორენომ 6 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.