ცნობილი გახდა „რომას“ მთავარი მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატთა სია. ესენი არიან მაურიციო სარი, ანტონიო კონტე და ჯან-პიერო გასპარინი - გვამცნობს Football Italia.
გუშინ „რომამ“ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სეზონის ბოლომდე კი გუნდს კლაუდიო რანიერი გაწვრთნის, რომელიც ახლახან დაითხოვეს „ფულემიდან.“