ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „სევილიამ“ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ „სლავია“ ვერ დაამარცხა - 2:2.
ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ჩეხები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრეს და პრაღაში ძალზე დადებითი შედეგით დაბრუნდნენ.
საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე ალექს კრალმა დააფიქსირა, თუმცა გოლი კურიოზული გამოდგა. 20 წლის ჩეხ ფეხბურთელს ბურთი თავში მოხვდა და ისეთი ტრაექტორია მოხაზა, ესპანელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. კრალი საერთოდაც არ მოელოდა, რომ გოლს გაიტანდა - როცა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა სხვა მიმართულებით იყურებოდა...