„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის ბოლო წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა აღაშფოთა და მსაჯებს უცოდინარები უწოდა.
„ეს სამარცხვინოა. ოთხი ადამიანი, რომლებსაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ, შენელებულ ვიდეოგამეორებას უყურებს და ნიშნავენ პენალტს, რომელიც არ ყოფილა.ზურგზე ხომ არ დაიწყობდა კიმპემბე ხელებს?“ - დაწერა თავის ინსტაგრამში ბრაზილიელმა, რომელიც შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, „მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, პსჟ-ს სტუმრად 3:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა. სლოვენიელმა მსაჯმა, დამირ სკომინამ, ვიდეოარბიტრთან კონსულტაციის შემდეგ, მეოთხე წამატებულ წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც მარკუს რაშფორდმა ზუსტად შეასრულა. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი.