ფეხბურთი

22:30 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი: "ვარჯიშებს ხშირად თამაში მირჩევნია"

ლონდონის „ჩელსის“ მცველი დავიდ ლუიზი ამბობს, რომ დატვირთული გრაფიკი მისთვის პრობლემა არაა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით ვარჯიშებს, ყოველ მესამე დღეს თამაში ურჩევნია.

„ახლა გუნდს პრობლემები არ აქვს, ატმოსფერო ინგლისის ლიგის თასის ფინალში გასვლის შემდეგ გაუმჯობესდა. ფინალიც კარგად ჩავატარეთ მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ. დატვირთული გრაფიკი ჩვენზე გავლენას არ ახდენს. პირადად მე მირჩევნია ხშირად თამაში, ვიდრე ვარჯიში“, - განაცხადა დავიდ ლუიზმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში კიევის „დინამოს“ ხვდება და პირველი მატჩი ხუთშაბათს, ლონდონში გაიმართება.

0.117544