კალათბურთი

19:35 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია 25 000 დოლარით დააჯარიმეს

ზაზა ფაჩულია ნბა-მ 25 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando.com-ი ავრცელებს.

„ტორონტოსთან“ (112:107) მოგებულ მატჩის მესამე პერიოდის ბოლოს ფაჩულიამ მსაჯთან კამათის გამო ორი ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. ნბა-მ ამ საქციელის გამო ქართველ ცენტრს ფულადი ჯარიმაც დააკისრა.

მიმდინარე სეზონში ზაზა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4.2 ქულას, 4.4 მოხსნას და 1.3 პასს აგროვებს.

0.116429