სხვა

1:07 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის ეტაპები გუდაურში

8-10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწიელობას.

8, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი, FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. ,,კუდების“ ფერდობზე სათხილამურო ტრასის ასაშენებლად მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში. ამიტომაც, წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეტაპების ჩატარებასთან დაკავშირებით, 8 მარტს, 9:30 სთ.-ზე „რედკოს“ დასახლებაში ,,მითლოფის“ ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია.

საკონტაქტო პირი - სოფო ახმეტელი 577 47 77 01

www.gsf.ge

თეგებისნოუბორდი
0.118672