ფეხბურთი

19:07 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ფილიპე ლუისი მოისაკლისა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ საკადრო პრბოლემები შეექმნა. როგორც „როხიბლანკოს“ ვებგვერდი იტყობინება, ფელიპე ლუისი დაშავებულია.

ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ტრავმა „სოსიედადთან“ ბოლო შეხვედრაში მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იუქმებს. „იუვენტუსთან“ მისი თამაში საეჭვოა.

აღსანიშნავია, რომ ლუისის გარდა, „ატლეტიკოს“ მეორე მარცხენა მცველი ლუკას ერნანდესიც ლაზარეთშიც ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გუნდი ტურინში 12 მარტს ითამაშებს და ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს. დიეგო სიმეონეს გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დიეგო კოშტა და ტომას პარტეიც ვერ დაეხმარებიან.

0.112959