საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ევროშემადგენლობა დაასახელა.
ბათუმში, 6-13 აპრილს გასამართ კონტინენტის პირველობისთვის საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მზადებას დუშეთში გადის. შეკრება 9 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ძალოსნები ბათუმში გადაინაცვლებენ.
გაგაცნობთ გიორგი ასანიძის მიერ დასახელებულ გაფართოებულ შემაგდენლობას წონითი კატეგორიების მიხედვით:
55 კგ.- გიორგი დოკვაძე
61 კგ. - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე
67 კგ. - გოგა ჩხეიძე
73 კგ. - არჩილ მალაყმაძე
81 კგ. - ლომია თებიძე
89 კგ. - რევაზ დავითაძე
96 კგ. - ანტონ პლესნოი
102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. - ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე