კალათბურთი

11:45 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას „დეტროიტმა“ „ტორონტოს“ მოუგო

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „ტორონტო“ 112:107 დაამარცხა.

ზაზამ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს მხოლოდ ოთხი მოხსნა შესძინა. ფაჩულია ზედიზედ მეორე შეხვედრაა თამაშში უქულოდ ამთავრებს, ამ მატჩში ქართველმა მეტოქის ფარს 4-ჯერ უშედეგოდ შეუტია. სათქმელია ისიც, რომ მე-3 მეოთხედის მიწურულს ქართველ ცენტრზე აშკარა ჯარიმა არ დაფიქსირდა, რაც მან მსაჯებთან გააპროტესტა და ტექნიკური ფოლების გამო, თამაშის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 100:100 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში მიჩიგანელებმა 12:7 იმარჯვეს.

ყველაზე მეტი 35 ქულა კაილ ლოურმა ჩააგდო. ბლეიკ გრიფინს 27 ქულა ჰქონდა. „დეტოიტი“ 31 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. „ტორონტო“ 46 მოგებით და 18 მარცხით ამავე კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144233