„ატლეტიკომ“ სან სებასტიანში გაიმარჯვა და თანაქალაქელ „რეალს“ უკვე ხუთი ქულით გაუსწრო. რაც სატურნირო მოტივაციით თუ არა, უშუალო კონკურენციის ასპექტში ერთობ მნიშვნელოვანი ამბავია დიეგო სიმეონეს გუნდისთვის. არგენტინელი სპეციალისტი კი ნელ-ნელა „ატლეტიკოსთვის“ იმავედ ყალიბდება, რაც ფერგიუსონი იყო „მანჩესტერისთვის,“ ან ვენგერი „არსენალისთვის.“
„სოსიედადი“ თითქოს ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვის, მაგრამ კვირას არ ეტყობოდათ, ასეთი მაღალი ამბიცია რომ აქვთ. ძალიან ცუდად ითამაშეს, არც კომბინაციები გამოსდიოდათ, არც კარში დარტყმები. ბოლოსკენ კაცნაკლულნიც დარჩნენ.
„ატლეტიკომ“ კლასით მოიგო. ვერ ვიტყვით, რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტდნენ, მაგრამ რაც სჭირდებოდათ, მიიღეს.
მატჩის გმირი კი „ატლეტიკოში“ „ჩელსიდან“ ახლახან დაბრუნებული ალვარო მორატა გახდა, რომელმაც სამწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.
„ხეტაფემ“ სტუმრად „ბეტისი“ დაამარცხა და მეოთხე ადგილზე დადგა.
„სელტამ“ ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.
ესპანეთი
პრიმერა. 26-ე ტური. 3 მარტი
სოსიედადი - ატლეტიკო 0:2
სან სებასტიანი. „ანოეტა.“ 26 004
0:1, 0:2 მორატა (30, 33)
სოსიედადი: რული, ერნანდესი, ნავასი, დიეგო ლიორენტე, სალდუა, სუბელდია (პარდო 75), რამირესი, სურუტუსა (ხუანმი 68), მერინო, ოიარსაბალი, ვილიანი (ბაუტისტა 27)
მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი
ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი (არიასი 46), გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლემარი (ტომასი 58), საული, როდრი, კოკე, გრიზმანი, მორატა (კორეა 71)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
გაფრთხილება: სალდუა (3); კოკე (41), როდრი (59), გოდინი (63)
გაძევება: კოკე (62)
ეიბარი - სელტა 1:0
1:0 ენრიხი (87)
67-ე წუთზე შარლესმა (ეიბარი) ვერ გაიტანა პენალტი
ბეტისი - ხეტაფე 1:2
0:1 კაბრერა (20), 0:2 ხაიმე მატა (44), 1:2 ხოაკინი (75)
ვალენსია - ბილბაო 2:0
1:0 როდრიგო (49), 2:0 გამეირო (89)