ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიას” ესტუმრა და მართალია, პირველ მეოთხედში 14 ქულის სხვაობით იგებდა, საბოლოოდ, 95:112 განადგურდა.
შენგელია და ჯენინგი ტრავმირებულნი არიან და მოედანზე არ გასულან, შერმადინი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:02 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბასკონია” 15 მოგებითა და 6 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება, “უნიკახას” კი 13 გამარჯვება შერჩა და “ვალენსიასთანა” და “ხუვენტუტთან” ერთად, მეოთხე-მეექვსე პოზიციებს ინაწილებს.
მომდევნო ტურში, 10 მარტს, “ბასკონია” “ბრეოგანს” ესტუმრება, “უნიკახა” კი ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტს” უმასპინძლებს.