კალათბურთი

18:57 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 11 ქულა და მარცხი პოლონეთში

დუდა სანაძის “რადომმა” პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტორუნთან” ოვერტაიმში 85:87 წააგო, ჩვენებურმა კი, მართალია, 11 ქულა ჩააგდო, წარმატებული დღე ნამდვილად არ ჰქონია.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34:54 წუთში თამაშიდან 13-დან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა. დუდამ 7-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში კი 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
ბოლო წამებზე ქართველმა ლეგიონერმა 3 საჯარიმო ტყორცნის უფლება მიიღო და ყველა რომ გამოეყენებინა, მატჩი სავარაუდოდ მე-2 ოვერტაიმში გადადიოდა. სანაძემ მხოლოდ 1 ჯარიმა ჩააგდო, ბურთი მასპინძლებმა მოხსნეს და სამქულიანის ტყორცნა ისევ ჩვენებურს მიანდეს, თუმცა, დუდას შეტევა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.
ქართველ კალათბურთელს პასივში თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლიც ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.
“რადომს” 5 მოგების წილ 15 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 მარტს, სტუმრად, “სტარგრადთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135796