კალათბურთი

11:19 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას უქულო მატჩი და გამარჯვება „კლივლენდთან“

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე“ „კლივლენდი“ 129:93 დაამარცხა. ზაზამ პარკეტზე სულ ცხრა წუთი დაჰყო, ამ დროში ჩვენებურმა გუნდს მხოლოდ ერთი მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ მეტოქის ფარს ორჯერ შეუტია, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას დეტროიტელები შეხვედრის სტარტზევე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე „კავალიერსი“ მდევრის როლში გახლდათ. დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 13 ქულა, 10 მოხსნა. კენარდმა 26 ქულა ჩააგდო.

„დეტროიტმა“ ამ მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. მიჩიგანელებს 30 მოგება და 31 წაგება აქვთ.

მომდევნო შეხვედრაში „დეტროიტი“ შინ „ტორონტოს“ დაუპირისპირდება, მატჩი 4 მარტს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

0.118144