ჩოგბურთის ისტორიაში როჯერ ფედერერი გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ერთეულთა თანრიგში მე-100 ATP-ის ტიტული მოიპოვა. ფედერერს 109 ტიტულით მხოლოდ ჯიმი კონორსი ჯობნის.
როჯერმა საიუბილეო მეასე ტურნირი დუბაიში მოიგო, სადაც ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი , 6:4, 6:4 დაამარცხა. შვეიცარიელმა ორივე სეტში თითო-თითო უპასუხო ბრეიკი შეასრულა. ფედერერმა 2-დან ორივე შესაძლებლობა ბრეიკად აქცია, ხოლო სტეფანოსმა ორიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
როჯერმა ამ გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 523 330 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.