ჭიდაობა

23:23 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუჯიაშვილის ოქრო ბულგარეთიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) ბულგარეთში მიმდინარე დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ბუჯიაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ოთხივე მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ალჟილერ ჰერბაჩეს 13-2 და უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13-10 მოუგო, ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით გაუსწორდა ფრანგ ელ ქუარაქს 12-2, ოქროს მედლისათვის კი თურქების მსოფლიოს პრიზიორ სულეიმან ატლის 6-3 აჯობა.

ამრიგად საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ორი საფინალო დღის შემდეგ სამივე სინჯის თითო მედალი აქვს, შეგახსენებთ რომ მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი მწითური, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ნიკა კენჭაძე გახდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის კარგი შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გენო პეტრიაშვილსაც (125 კგ.), რომელიც ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, თუმცა, ამავდროულად, ხელის ტრავმა მიიღო და უკრაინელ ალეკსანდრ ხოციანოვსკისთან საჭიდაოდ ვეღარ გავიდა.

57 კგ

1. ბექა ბუჯიაშვილი (საქართველო)
2. სულეიმან ატლი (თურქეთი)
3. არმენ არაკელიანი (უკრაინა)
3. გიორგი ვანგელოვი (ბულგარეთი)

61 კგ
1. ნურისლამ სანაევი (ყაზახეთი)
2. სანდიპ ტომარი (ინდოეთი)
3. არიან ტიუტრინი (რუსეთი)
3. ვლადიმირ ბურუკოვი (უკრაინა)

65 კგ
1. ბაჯრანგ პუნია (ინდოეთი)
2. მაიკლ ოლივერი (აშშ)
3. ნიურგინ სკრიაბინი (ბელარუსი)
3. ბალტერ ფუტრელი (აშშ)

70 კგ
1. ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)
2. ანზორ ზაკუევი (რუსეთი)
3. ვიქტორ რასადინი (რუსეთი)
3. ჯეიმს გრინი (აშშ)

74 კგ
1. ჯორდან ბაროუზი (აშშ)
2. ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)
3. ფრანკ ჩამიზო (იტალია)
3. იაკუბ გორი (თურქეთი)

79 კგ
1. ალექსანდრ დიერინგერი (აშშ)
2. ომარასხაბ ნაჟმუდინოვი (რუმინეთი)
3. აცამაზ სანაკოევი (რუსეთი)
3. ნიკა კენჭაძე (საქართველო)

92 კგ
1. მაგომედ კურბანოვი (რუსეთი)
2. ირაკლი მწითური (საქართველო)
3. იბრაგიმ ბოლუკბაში (თურქეთი)
3. მაიკლ მაჩიაველო (აშშ)

0.103775