ფეხბურთი

22:23 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სერხიო რამოსი დასაჯა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი დაისაჯა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ესპანელი ფეხბურთელის „აიაქსთან“ მიღებულ ყვითელ ბარათზე იმსჯელა და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

„გადაწყდა, რომ სერხიო რამოსი უეფას ტურნირებში მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს ნებაყოფლობით მიღებული ყვითელი ბარათის გამო“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

რამოსმა „აიაქსთან“ პირველი შეხვედრის მიწურულს, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა, მოედნის ცენტრში თამაშის წესი დაარღვია და გაფრთხილება მიიღო. შედეგად, ამსტერდამელებთან მომდევნო მატჩს ავტომატურად ტოვებდა.

თუმცა, უეფაში მიიჩნიეს, რომ სერხიომ ეს განზრახ გააკეთა, რომ შედარებით ნაკლებ პრინციპული თამაში გამოეტოვებინა და „რეალს“ მეოთხედფინალიდან ყვითელი ბარათების გარეშე დაბრუნებოდა.

ახლა კი, სერხიო რამოსს „აიაქსთან“ საპასუხო მატჩის და მეოთხედფინალში (გასვლის შემთხვევაში) პირველი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს. გარდა ამისა, „რეალი“ 1.5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, რადგან ამსტერდამში ამ გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.

0.117826