ფეხბურთი

23:37 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემიდან" რანიერი დაითხოვეს

ლონდონის „ფულჰემიდან“ კლაუდიო რანიერი დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვბეგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რანიერის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. ფატალური კი გუშინ, „საუთჰემპტონთან“ (0:2) წაგება გამოდგა. რანიერიმ „ფულჰემი“ გასული წლის 14 ნოემბერს ჩაიბარა და 2019 წელს, ერთადერთი თამაში მოიგო -იანვარის ბოლოს „ბრაიტონთან“ (4:2).

ბოლო ოთხი თამაში კი „კოტეჯელებმა“ წარუმატებლად ჩაატარეს და ქულაც ვერ მოიპოვეს. „ფულჰემი“ პრემიერლიგაში 28 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და სამშვიდობო ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

რანიერის ლონდონური გუნდის თავკაცის პოსტზე 38 წლის სკოტ პარკერი გაწვრთნის, რომელსაც აქამდე სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო 2013-2017 წლებში ფეხბურთელობისას სწორედ „ფულჰემის“ ღირსებას იცავდა.

0.120206