კალათბურთი

19:55 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

eurohoops-ს 15 წლის ზუგიჩმა მარკოიშვილი გაახსენა
მანუჩარს ევროლიგაში დებიუტი 15 წლისა და 327 დღის ასაკში ჰქონდა

ევროლიგის გასული ტური გამორჩეული გამოდგა პოდგორიცას “ბუდუჩნოსტში” გოგა ბითაძის ახალგაზრდა თანაგუნდელ ფედორ ზუგიჩისთვის. კაუნასის “ჟალგირისთან” გასვლითი მატჩის დასრულებამდე 50 წამი იყო დარჩენილი, როდესაც 15 წლისა და 177 დღის კალათბურთელი პარკეტზე გამოჩნდა და ევროლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

აღნიშნულმა მოვლენამ eurohoops-ს უბიძგა ამ მხრივ გამორჩეული კალათბურთელები გაეხსენებინა, რომელთა შორის ქართული კალათბურთის ვეტერანი მანუჩარ მარკოიშვილიც მოხვდა. მას იტალიური “ბენეტონის” მაისურით ტურნირზე დებიუტი 15 წლისა და 327 დღის ასაკში ჰქონდა. მანუმ დასამახსოვრებელი შეხვედრა 2002-03 წლები სეზონის პირველ რაუნდში ფრანგულ “პო ორტეზთან” (94:73) ჩაატარა.
საინტერესოა, რომ იმ სეზონში მარკოიშვილმა მოედანზე 131 წუთი დაჰყო და ამასთან, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, ვინც “ოთხთა ფინალში” ითამაშა. ტრევიზოელთა ტალანტმა სიენას “მონტეპასკისთან” (65:62) ნახევარფინალში მოედანზე 8:00 წუთი გაატარა და თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 3 მოხსნა ჰქონდა.
“ბენეტონმა” ფინალი ესპანურ “ბარსელონასთან” 65:76 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 15:00 წუთში 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, ვინც “ოთხთა ფინალში” ქულის აღება მოახერხა.
მარკოიშვილი ერთ-ერთია მათგან, ვინც ახალგაზრდა ასაკში დებიუტის კვალად, ევროლიგაში თამაში აღმავალი ხაზით განაგრძო და ამ დროისთვის, მის აქტივში 125 მატჩია. მანუჩარს უმთავრეს ევროპულ ტურნირში მოსკოვის ცსკა-ს, სტამბულის “გალათასარაის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას” და იტალიური “კანტუს” მაისურით უთამაშია, ამჟამად კი, ტრავმირებულია და ჯერაც უცნობია, კარიერის გაგრძელებას მოახერხებს თუ – ვერა.

აქვე ევროლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტთა ჩამონათვალიც:
ფედორ ზუგაცი
დებიუტი: 15 წლისა და 177 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/0, 41 წამი

სრდიან ჟივკოვიჩი
დებიუტი: 15 წლისა და 202 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/1, 3 წუთი

ალეკსანდარ უგრინოსკი
დებიუტი: 15 წლისა და 266 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/2, 1:30 წუთი

მაქსიმ მუტაფ ჩანი
დებიუტი: 15 წლისა და 318 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/0, 15 წამი

ჯინო ჩუკაროლო
დებიუტი: 15 წლისა და 318 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/0, 15 წამი

მანუჩარ მარკოიშვილი
დებიუტი: 15 წლისა და 327 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, 0/1 ტყორცნები, 1 ჩაჭრა, 3 წუთი

რიკი რუბიო
დებიუტი: 16 წლისა და 3 დღის
სტატისტიკა: 2 ქულა, ტყორცნები 1/1, 3 პასი, 1 მოხსნა, 4 შეცდომა, 12:30 წუთი

უროშ ტრიპკოვიჩი
დებიუტი: 16 წლისა და 28 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/0, 1 წუთი

დამირ მარკოტა
დებიუტი: 16 წლისა და 28 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/0, 20 წამი

ვედრან პუშიჩი
დებიუტი: 16 წლისა და 51 დღის
სტატისტიკა: 0 ქულა, ტყორცნები 0/1, საჯარიმოები 0/2, 1 მოხსნა, 8 წუთი

0.289845