ჭიდაობა

12:35 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ოთხნი იჭიდავებენ

28 თებერვალს, ბულგარეთში "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე 61, 70, 79 და 92 კგ. კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით ოთარ გოგავა (61 კგ.), ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და ირაკლი მწითური (92 კგ.) იჭიდავებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყო.

პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი

0.118747