მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, თავისი გუნდის თამაში შეაფასა, ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, „ბარსელონასთან“ 0:3 წაგების შემდეგ.
„რეალს“ უნდა გაეტანა და ფინალში გასულიყო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. რეგილონმა და ვინისიუსმა შესანიშნავად ითამაშეს. თუმცა, ამ უკანასკნელს, ბოლო შეხება არ ჰყოფნიდა.“ - უთხრა სოლარიმ Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ამისდაკვალად, ფინალში „ბარსელონა“ გავიდა.