ფეხბურთი

16:10 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ორ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის „ბაიერნმა“ ორ ფეხბურთელთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში ტრანსფერებს გააოფიციალურებს. მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ლუკას ერნანდესი და „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი პრაქტიკულად „რეკორდმაისტერის“ მოთამაშეები არიან.

Bild-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია. ჯერჯერობით არ ხმაურდება ტრანსფერების ფინანსური დეტალები.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ერნანდესის დამატება იანვარში სურდა, თუმცა მაშინ მხარეები კომპრომისზე წავიდნენ და ტრანსფერი ზაფხულისთვის გადაიდო.

0.108714