საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი 2 მატჩი წააგო, თუმცა, ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და 354.0 ქულით 26-ე ადგილზე იმყოფება.
ქართველი კალათბურთელების წინ პოლონეთი იმყოფება, უახლოესი მდევარი კი ირანი გახლავთ. საქართველოს ნაკრები 1 ადგილით აღზევდა ევროპულ კლასიფიკაციაშიც და იმავე პოლონეთის კვალად მე-17 საფეხურზეა, ჩვენების შემდეგ კი მონტენეგრო მოდის. შეგახსენებთ, რომ როგორც პოლონეთი, ასევე მონტენეგრო მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.