ჩოგბურთი

13:37 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ აკაპულკოში მიშას მოუგო

აკაპულკოს ტურნირის 1/16 ფინალში რაფაელ ნადალმა მიშა ზვერევი 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. რაფამ თავის ბოლო მატჩი ზუსტად ერთი თვის წინ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან გამართა.

რაფამ პირველ სეტში ერთი, ხოლო მეორეში ორი უპასუხო ბრეიკი შეასრულა.

„რთული მატჩი გამოვიდა, იოლ შეხვედრას არც ველოდი. მიშასთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია. ახლა დავისვენებ და მომდენო დაპირისპირებისთვის მოვემზადები“ განაცხადა ნადალმა.

მომდევნო ეტაპზე ნადალის მეტოქე ნიკ კირგიოსი იქნება, მატჩი 28 თებერვალს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 3:2-ს იგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120962