გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
„ტორონტომ“ შინ „ბოსტონი“ 118:95 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 36:13 მოიგეს. ყველაზე მეტი 25 ქულა სიაკამის ანგარიშზეა. კავაი ლეონარდმა 21 ქულა ჩააგდო. „ბოსტონის“ ლიდერ კაირი ირვინგს მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა. „ტორონტო“ 45 მოგებით და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს, ამავე კონფერენციაში „ბოსტონი“ მეხუთეზეა.
„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „ოკლაჰომა“ 121:112 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც დენვერელებმა 35:25 მოიგეს. ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (36 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა). პოლ ჯორჯმა გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და ექვსი ჩაჭრა შესძინა. „დენვერი 42 მოგებით და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ხოლო „ოკლაჰომა“ 38 გამარჯვებით და 22 მარცხით მესამე პოზიციას იკავებს.
„ნიუ იორკი“ – „ორლანდო“ 20:34, 36:27, 22:29, 30:13)
https://www.youtube.com/watch?v=zBztUFQaISU
„ტორონტო“ – „ბოსტონი“ 118:95 (30:32, 36:13, 29:23, 23:27)
https://www.youtube.com/watch?v=qWh1a8u5c-M
„დენვერი“ – „ოკლაჰომა“ 121:112 (29:26, 35:25, 27:27, 30:34)
https://www.youtube.com/watch?v=vbrsB4X8Nes