კალათბურთი

11:15 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერმა“ „კლიპერსს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „კლიპერსი“ 123:96 დაამარცხა. ლოს ანჯელესელებმა ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა უილიამსის ანგარიშზეა, „დენვერში“ ორმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩი 22 ქულა და 16 მოხსნით გამოირჩა. „დენვერი“ 41 მოგებით და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „გოლდენ სტეიტს“ ჩამორჩება.

„ნიუ იორკმა“ ბოლო სამი თვის განმავლობაში საკუთარ დარბაზში პირველად მოიგო. ნიუ იორკელებმა „სან ანტონიოს“ 130:118 აჯობეს. ტეხასელებმა ყველა პერიოდი წააგეს. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა დეროზანის ანგარიშზეა „ნიუ იორკში“ 27 ქულით დოტსონი გამოირჩა.

„ტორონტო“ – „ორლანდო“ 98:113 (15:25, 35:28, 21:27, 27:33)

https://www.youtube.com/watch?v=r5OT5yoCE4w

„დენვერი“ – „კლიპერსი“ 123:96 (34:27, 30:29, 33:21, 26:19)

https://www.youtube.com/watch?v=i2okZvflJs0

„ნიუ იორკი“ – „სან ანტონიო“ 130:118 (30:26, 32:27, 32:30, 36:35)

https://www.youtube.com/watch?v=zrmZ7IBcGM4

თეგებინბა
0.124601