ფეხბურთი

13:43 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კომანმა შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩი გამოტოვოს

"ბაიერნის" ფრანგი შემტევის კინგლის კომანის მონაწილეობა "ლივერპულთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა. კომანმა კოჭის დაზიანება "ჰერტასთან" მატჩში მიიღო. ფრანგი მოედანზე 58-ე წუთზე ფრენკ რიბერის ნაცვლად გამოვიდა და ცხრა წუთში დაშავდა. Bild-ის ინფორმაციით კი მოთამაშეს ორი-სამი კვირა გაუცდება.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფეხის ტრავმა კომანს ერთხელ უკვე ჰქონდა და ამის გამო ფრანგმა ყველა ტურნირზე ჯამში 16 მატჩი გამოტოვა. კომანმა 17 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თავი კი ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ბაიერნის" და "ლივერპულის" საპასუხო მატჩი გერმანიაში 13 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა ინგლისში ფრედ 0:0 დასრულდა.

0.117574