კალათბურთი

11:11 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება მაიამიში

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე „მაიამი ჰიტის“ 119:96 დაამარცხა.

ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთი ითამაშა. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 5 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი პერიოდი „დეტროიტმა“ ცხრა ქულით მოიგო, მას შემდეგ მაიამელებმა ვერც ერთი პერიოდის ვეღარ მოიგეს. „მაიამიში“ რიჩარდსონი 22 ქულით გამოირჩა, ხოლო მიჩიგანელთა შორის სმიტს 22 ქულა ჰქონდა.

„დეტროიტი“ 28 მოგებით და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მიჩიგანელები მომდევნო შეხვედრაში შინ „ინდიანას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 26 თებერვალს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

0.12312