ფეხბურთი

22:42 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" თვალი საულს დაადგა

კატალონიის „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ საულ ნიგეზს ეპატიჟება. Mirror-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად „ბლაუგრანა“ ენერგიას და ფინანსებს არ დაიშურებს.

მიუხედავად იმისა, რომ საულს „როხიბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კატალონელები მისი გადაბირების იმედს მაინც გამოთქვამენ.

ხსენებული წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ ესპანელის ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას, 110 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საულ ნიგეზმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

0.114914