ფეხბურთი

19:53 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონემ ბოდიში მოიხადა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ნაჩვენები უხამსი ჟესტისთვის ბოდიში მოიხადა. „ჩოლოს“ განცხადებით, ეს „იუვენტუსისკენ“ მიზანმიმამრთული არ ყოფილა და უბრალოდ იმ მომენტში ემოცია გამოხატა.

„მინდა ბოდიში კიდევ ერთხელ მოვიხადო ამ ჟესტის გამო, რომელიც ადამიანებმა შეურაცხყოფად მიიღეს. მე მკაფიოდ გამოვხატე ის, რაც ვიგრძენი ჩემი ფეხბურთელებისთვის და ეს არანაირად არ იყო „იუვენტუსისკენ“ მიზანმიმართული“, განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ უეფა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას აპირებს და არაა გამორიცხული არგენტინელ სპეციალისტს დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწიოს.

0.124683