ფეხბურთი

11:25 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ემპოლისთან“ (3:0) მატჩი შეაფასა. „რინოს“ განცხადებით, მისმა გუნდმა პირველი ტაიმის საშინლად ჩაატარა, მაგრამ გუნდი მაინც გაიზარდა.

„ამ თამაშის დასაწყისით შეშფოთებული ვიყავი. თუმცა, გუნდი ასეთ დროსაც იზრდება და ეს კარგია. მიდგომა, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, დიდ იმედს მაძლევს.

ახლა 13 თამაში დაგვრჩა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. როდესაც ამ სტადიონზე თამაში და ეს მაისური გაცვია, ზეწოლა იგრძნობა. ბოლო 3 თამაშში 9 გოლი გავიტანეთ და ეს პიონტეკის დამსახურებაა. მაგრამ, თანაგუნდელებიც დიდ დახმარებას უწევენ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, „მილანს“ 45 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.

0.111391