ფეხბურთი

20:30 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე - დიეგო გოდინი

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ურუგვაელმა მცველმა გამოკითხულთა ხმების უმეტესი რაოდნება მიიღო.

გოდინმა ტურინის „იუვენტუსთან“ შეხვედრაში დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო, ხოლო მისმა გუნდმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

33 წლის ფეხბურთელის კონკურენტები რაჰის სტერლინგი („სიტი“), ჯეისონ დენაიერი („ლიონი“) და ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“) იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ გოდინს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „როხიბლანკოს“ კაპიტანი ზაფხულში ესპანეთს დატოვებს და კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

0.14717