საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ და "პარი სენ ჟერმენმა" კონტრაქტი ნაადრევად, სეზონის დასრულებამდე გაწყვიტეს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"ჩელსის", "არსენალის" და "რეალის" ყოფილი ფეხურთელი პსჟ-ს 2018 წლის იანვარში "ალ-ჯაზირადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პარიზული გუნდის მაისურით ლასანამ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის მოთამაშე.