ფეხბურთი

22:40 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ატლეტიკო" კარგ ფეხბურთს თამაშობს"

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მადრიდის „ატლეტიკოს“ აქებს. მისი განცხადებით, მადრიდული გუნდი ცუდ ფეხბურთს არ თამაშობს, პირიქით შესანიშნავი გუნდია.

„ეს სიმართლე არაა, „ატლეტიკო“ კარგად თამაშობს. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობენ, რომ სიმეონეს გუნდი ანტიფეხბურთს ტამაშობს. „ატლეტიკო“ დიდი გუნდია. სიმეონეს გუნდს ძალა და ხასიათი აქვს. 3 პასის შემდეგ ყოველთვის კარში ურტყამენ და თქვენ ყოველთვის ტიკი-ტაკას ახსენებთ?“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118835