ფეხბურთი

10:51 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანამ მანე „ბაიერნს“ უტევდა, მის სახლს ძარცვავდნენ

ბოროტმოქმედებმა „ლივერპულის“ სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს სახლი გაძარცვეს - გვამცნობს The Liverpool Echo. ინციდენტი 19 თებერვალს, „ლივერპული“ – „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიმდინარეობისას მოხდა.

წყაროს ცნობით, უცნობები მანეს ალენტონურ სახლში შეიპარნენ. მობილური ტელეფონები, ხელის საათები და მანქანების გასაღებები მოიპარეს. ძარცვა დახლოებით 18 საათიდან, 23:45-მდე მოხდა ადგილობრივი დროით.

პოლიციელები მძარცველებს ეძებენ.

საინტერესოა, რომ მანეს სახლი უკვე მეორედ გაქურდეს. პირველად 2017 წლის 1 ნოემბერს და მაშინაც „ლივერპული“ – „მარიბორის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისას. იმავე საღამოს მძარცველები მერსისაიდელთა ხორვატი მცველის, დეიან ლოვრენის სახლშიც შეიპარნენ.

0.132945