ფეხბურთი

9:04 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „ტურინში რევანშის შანსი გვექნება“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (0:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამთავრებული ჯერ არაფერია და ტურინში „ბებერ ქალბატონს“ რევანშის შანსი ექნება.

„მეორე ტაიმში საშინლად ვირჯებოდით, მოწინააღმდეგეს უფლება მივეცით, თავისი თამაში მოეხვია თავს. ვიცოდით, რომ „ატლეტიკო“ თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მოგვცემდა, მაგრამ ვითარებას ალღო ვერ ავუღეთ და დავისაჯეთ.

ტურინში უძნელესი მატჩი გველის, მაგრამ განსაკუთრებული შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. რევანშის შანსი კიდევ გვექნება.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება ტურინში.

0.139294