ფეხბურთი

5:53 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "მინდოდა გულშემატკივრებისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ატრიბუტი გვაქვს!"

მადრიდის „ატლეტიკომ“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში პირველი გატანილი გოლი ძალზე ემოციურად აღნიშნა. ნამატჩევს არგენტინელმა ისაუბრა მის საქციელზე და ბოდიშიც მოიხადა.

„ჩემი ჟესტი? ეს აქამდეც გავაკეთე ფეხბურთელობისას „ლაციო“ – „ბოლონიას“ თამაშში, ახლა მწვრთნელის რანგში მინდოდა ჩვენი ქომაგებისთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენ ეს ატრიბუტი გვაქვს.

უბრალოდ ვაჩვენე ის, რაც იმ მომენტში ვიგრძენი. თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, ბოდიშს ვიხდი, რადგან ეს აბსოლუტურად არ ყოფილა „იუვეს“ ქომაგებისკენ მიზანმიმართული. მათი გულშემატკივრები იმ სექტორისკენ არც ისხდნენ, რომლის მიმართულებითაც ეს გავაკეთე“, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ „იუვენტუსი“ ხოსე მარია ხიმენესისა და დიეგო გოდინის გოლებით დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.

0.11577