ფეხბურთი

22:34 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლოს რაიოლასთან მუშაობა არ უნდა

მინო რაიოლა ცნობილი საფეხბურთო აგენტია და საფეხბურთო ასპარეზზე თუ ვინმე პერსპექტიული გამოჩნდება, მაშინვე ცდილობს დაეპატრონოს. ახლაც ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

Gazzettta Dello Sport-ის ინფორმაციით, რაიოლამ „რომასა“ და იტალიური ფეხბურთის ამომავლ ვარსკვლავ ნიკოლო ძანიოლოს შესთავაზა მასთან მუშაობა. თუმცა, 19 წლის ნახევარმცველმა რაიოლას წინადადება არ მიიღო.

როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ძანიოლომ გადაწყვეტილება მიიღო და ამჟამინდელ აგენტ კლაუდიო ვიორორელისთან აგრძელებს თანამშრომლობას.

ცნობისთვის, რაიოლა მარკო ვერატის, ჯანლუიჯი დონარუმას, პოლ პოგბას, მარიო ბალოტელისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების აგენტია.

0.113981