ფეხბურთი

19:39 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მეასე

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ევროთასებზე გერმანული გუნდის რიგებში საიუბილეო, მეასე თამაში ჩაატარა.

ვეტერანი ფრანგი „ლივერპულთან“ შეხვედრაში (0:0) მოედანზე 81-ე წუთზე კინგსლი კომანის ნაცვლად გამოჩნდა და ასიანთა კლუბის წევრი გახდა.

ხსენებულ რაოდენობაში შედის უეფას თასის მატჩებიც. რიბერი „ბაიერნს“ 2007 წლის ზაფხულში მარსელის „ოლიმპიკიდან“ შეუერთდა. 2013 წელს კი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110982