19 წლის მარცხენა მცველმა ვახტანგ ნებიერიძემ ქუთაისის “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იმერული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ნებიერიძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველია. 2016-წლიდან ის რუსეთის მეორე დივიზიონის ბინადარ “სტროგინოს” ღირსებას იცავდა. აღნიშნულ გუნდში ვახტანგმა 45 მატჩი ჩაატარა.
იანვრის დასაწყისიდან “ტორპედოში” სინჯებზე იმყოფებოდა. ის ქუთაისელებს თურქულ შეკრებაზეც გაჰყვა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კონტრაქტიც დაიმსახურა.