ფეხბურთი

15:26 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "ბუფონის ადგილი გასახდელში რონალდუმ დაიკავა"

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი მიიჩნევს, რომ ჯანლუიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ კრიშტიანურ რონალდუს ყიდვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

როგორც გამოცდილმა ფეხბურთელმა ესპანურ Marca-სთან საუბარში განაცხადა, გასახდელში პორტუგალიელმა ბუფონი შეცვალა.

„ჩემპიონთა ლიგა შეპყრობა არაა, მიზანი - არის. თუმცა, საქმე მშვიდად უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რომ ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. არსებიბს 5-6 გუნდი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალუძთ. გვინდა, რომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 20 თებერვალს და 1 ივნისს ვითამაშოთ.

„ატლეტიკო“ წილიყრისას არ გაგვიმართლა. ყველაზე ძლიერი და ყველაზე მსგავსი მეტოქე გვერგო. თუმცა „იუვენტუსი“ ერთიანი ჯგუფია, ოჯახია, რომელიც გამარჯვებით ცხოვრობს. ახლა გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

კრიშტიანუ რონალდუ? - ეს მნიშვენლოვანი იყო, რადგან ბუფონი წავიდა და მხოლოდ ასე შეგვეძლო მისი წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსება. ეს არც წარმომედგინა, რადგან არ მეგონა „რეალი“ ასეთ ფეხბურთელს თუ შეელეოდა, რომელიც ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

მსოფლიოს საუკეთესო მცველი? – „ატლეტიკოს“ ჰყავს გოდინი, როდესაც ის არაა, ყველაფერი იცვლება. მსოფლიო საუკეთესო მცველი სერხიო რამოსია. ვფიქრობ, შარშან „ბერნაბეუზე“ რამოსი მოედანზე რომ ყოფილიყო, 3:0 ვერ დავწინაურდებოდით“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 20 თებერვალს, მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

0.106435