ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, „რეკორდმაისტერი“ ძლიერი, სახიფათო და გამოცდილი მეტოქეა.
„ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება ძლიერი და გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენც ძლიერები ვართ. საბოლოო ჯამში ყველაფერი მოედანზე უნდა გაირკვეს.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგაში 6 წელია დომინირებს, თუმცა წელს ცოტა სხვა სიტუაციაა. ვფიქრობ, მიუნხენელებმა სეზონის სტარტის შემდეგ მოუმატეს და ამდენად, ახლა უფრო მეტად სახიფათო მეტოქეა.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ხვალ მაგარი თამაში იქნება, „ენფილდზე“ ატმოსფერო კი ჩვენი ქომაგების წყალობით საოცარი. „ლივერპული“ არა 100, არამედ 140%-ით უნდა დაიხარჯოს“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 19 თებერვალს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.