"რეალი" შინ "ჟირონასთან" 1:2 დამარცხდა. "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა გუნდის მაისურით 601-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ფერნანდო იეროს და ფრანცისკო გენტოს გაუთანაბრა, რომელთაც ასევე 601 მატჩი აქვთ ჩატარებული.
"რეალის" მაისურით სანტილანას 645 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მანუელ სანჩისი - 710, იკერ კასილასი - 725, რაული - 741.
სერხიო "სამეფო კლუბში" 2005 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 20 ტიტული აქვს მოპოვებული. რეკორდი გენტოს ეკუთვნის, რომელმაც "რეალთან" ერთად 23 ტიტული მოიგო.