ფეხბურთი

16:45 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ტრავმირებულია. პლოცკის „ვისლას“ ქართველმა შემტევმა დაზიანება „იაგელონიასთან“ შეხვედრაში მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით 38-ე წუთზე მოუწია.

32 წლის ფეხბურთელს პოლონეთში დავუკავშირდით და ტრავმის ხარისხის შესახებ დავეკითხეთ:

„სავარაუდოდ, მუცლის გვერდით კუნთი მაქვს გაწყვეტილი. ჯერჯერობით არ ვიცი, რამდენად სერიოზული იქნება, გამოკვლევაზე ახლა მივდივარ“, - გვითხრა მერებაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე კი შვეიცარიის ნაკრები იქნება.

0.117089